Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680929&print=yes&view=jobs
 
ბრენდისა და ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდისა და ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
მომწოდებელი: G Snail
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
G Snail-ის "მემკვიდრეობიდან ინოვაციამდე" გზის გაცოცხლება - ყოველდღიური მარკეტინგული და ციფრული ოპერაციების სიზუსტით, კრეატიულობითა შესრულების უზრუნველყოფა. ეს როლი აბალანსებს პრაქტიკულ აქტივაციას შეფ-მზარეულების, ინფლუენსერების, სააგენტოებისა და შიდა გუნდებს შორის სტრატეგიულ კოორდინაციასთან.

ვაკანსია - ბრენდისა და ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი
ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი დირექტორის წინაშე
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ტიპი: სრული განაკვეთი, მოქნილი / ჰიბრიდული

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შეფ-მზარეულის, ინფლუენსერების მენეჯმენტი
** ბრენდის ავთენტურობის გასაცოცხლებლად შეფ-მზარეულების, ინფლუენსერების, ველნეს ექსპერტების და მედიის წარმომადგენლების შერჩევა, მოლაპარაკება და კოორდინაცია.
** თანამშრომლობის ტიპის მიხედვით (ფასიანი, ბარტერული, რეკომენდაციები, კონტენტის პაკეტები) სეგმენტირებული სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება
** შიდა და სააგენტოთაშორისი კოორდინაცია
** ყოველდღიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბრენდს, ციფრული მარკეტინგის კონსულტანტებს, PR გუნდს, მედიას, ბეჭდვით და ციფრულ სააგენტოებსა შორის.
** ბრენდის კონცეფციასთან უნაკლო შესაბამისობის უზრუნველყოფა - თიზერიდან დაწყებული, პრეზენტაციით, პროდუქტის აქტივაციის კამპანიებით და შემდგომი აქტივობებით.
** მედიის მომწოდებლებთან პარტნიორობის მართვა - LED პროვაიდერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან, რათა უზრუნველყოთ დროული და თანმიმდევრული განთავსებები.
** დახმარება დაგეგმვაში, მოლაპარაკებებში, ბრენდის ხილვადობის უზრუნველყოფაში.

შოურუმი და მერჩენდაიზინგი:

** შოურუმის მერჩენდაიზინგის ზედამხედველობა;
** ინსტალაციების დიზაინი, სეზონური ვიზუალი, სტიკერები, მარაგები.
** საქონლის წარმოების (წინსაფრები, ქუდები, სასაჩუქრე შეკვრები და ა.შ) ბრენდთან შესაბამისობა და პარტნიორთან სასაჩუქრე ყუთების მიწოდების კოორდინაცია, უკუკავშირის შეგროვება.
** ღონისძიებების, გადაღებების და აქტივობების შესაბამისობა შოურუმის მარკეტინგულ კალენდართან და შეუფერხებლად განხორციელება.

სარეკლამო მასალები და შიდა გუნდის მხარდაჭერა:

** სარეკლამო სტენდების მოწყობა სავაჭრო ცენტრებში, სპორტდარბაზებში, კლინიკებსა და ივენთებზე - ბრენდის კონცეფციასთან თანხვედრის უზრუნველყოფა.
** ბრენდის შესახებ ბრენდის "ელჩების" ინფორმირება და მართვა .
** მჭიდრო კონტაქტი წარმოებასთან შეფუთვის ვადების და ხარისხის მონიტორინგის მიზნით.
** პრემიუმ დიზაინის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა ყველა შეფუთვაზე.

ციფრული მარკეტინგი და კონტენტის კოორდინაცია:

** ციფრულ გუნდთან ერთად, სოციალური მედიის კალენდრების (Instagram, TikTok, FB, LinkedIn) ზედამხედველობა.
** ბაზრის ტენდენციები და ტრენდების ანალიტიკა
** ბრენდთან დაკავშირებული კონტენტის მართვა ციფრულ არხებსა და მედიაში

ანგარიშგება, ძირითადი მაჩვენებლები და ბაზრის ანალიზი:

** კამპანიის შესრულების მაჩვენებლების, ინფლუენსერების ROI-ის, შოურუმის ვიზიტორების რაოდენობის ანალიზი
** KPI-ების (მომხმარებელთა რაოდენობა, აქტივაციები, მომხმარებელთა კმაყოფილება, ინფლუენსერების ჩართულობა) განსაზღვრა და მონიტორინგი.
** მენეჯმენტისთვის ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა ანალიზით, ბიუჯეტის მაჩვენებლებით და რეკომენდებული ქმედებებით.

ბიუჯეტის მართვა და შესაბამისობა:

** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა, ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ანგარიშგება.
** კოორდინაცია ფინანსების სამსახურს და შესაბამის პარტნიორებს შორის.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კრიზისებისთვის მზადყოფნა:

** ბრენდთან ან პროდუქტთან დაკავშირებული კრიზისების შემთხვევაში, PR გუნდთან ერთად განცხადების, კონტენტის და მესიჯის შინაარსის ფორმირებაში ჩართულობა
** შიდა განვითარება და თანამშრომლობა
** საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ახალი თანამშრომლებისთვის ბრენდის გაცნობა
** ახალი პროდუქტების გამოშვების, ექსპერიმენტული მარკეტინგული ფორმატებისა და პროცესების გაუმჯობესებაში აქტიური ჩართულობა.

სტრუქტურა და თანამშრომლობა:

** პირდაპირი ანგარიშგება: აღმასრულებელი დირექტორი
** ძირითადი თანამშრომლობა: ციფრული მარკეტინგის კონსულტანტები, PR გუნდი, ივენთ/პრომო სააგენტოები, POSM მომწოდებლები

პროფილი და უნარები:

** ულტრაორგანიზებული, ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი (ინსტაგრამის ვიდეოებიდან დაწყებული, შოურუმის ივენთებით და სარეკლამო სტენდის აქტივაციებით დამთავრებული).
** ძლიერი კომუნიკატორი - თავდაჯერებული, ახერხებს შიდა გუნდის, გარე სააგენტოებისა და ბრენდის გაერთიანებას.
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული კომუნიკაცია (უპირატესობად ჩაითვლება).
** ესთეტიკა და დეტალებზე ორიენტირებული: უზრუნველყოფს ბრენდის თანმიმდევრულობას ციფრულ, ბეჭდურ, ვიდეო და ფიზიკურ აქტივაციებში.
** ანალიტიკური და პროაქტიული: კომფორტულად გრძნობს თავს ციფრებთან, ხედვებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, მათ შორის:
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით (სოციალური მედია, კონტენტი, ანალიტიკა).
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგების მიმართულებით
** სასურველია სააგენტოებთან კოორდინაციის გამოცდილება.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: kalanit@guava.co.il 21 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია