Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680908&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00;
** კორპორაციული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** ანაზღაურება: 1000 ფიქსირებული გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე (3 თვე), გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აგლაძის #32.

ძირითადი მოვალეობები/უნარები:

** შეკვეთების მიღება და ინვოისების მომზადება;
** პროგრამული გადაადგილებების უზრუნველყოფა;
** დარეზერვებული პროდუქციის პროგრამაში ასახვა/კონტროლი;
** პროგრამაში განახლებული (ჩაყრილი) შეკვეთების მუდმივი კონტროლი/დაგეგმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (არა-სავალდებულო);
** კომუნიკაბელურობა, საუბრის და მომსახურების მაღალი სტანდარტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** 1C-სთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე vacancy@elvare.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია