|
დასახელება:
მედიახელოვნების ფაკულტეტის უფროსი კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მედიახელოვნების ფაკულტეტის უფროსი კოორდინატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 2070 ლარი;
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა (B2; C1, მეტყველება და წერა)
** მენეჯმენტის ან/და პროექტების კოორდინატორის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების Ms Word, Ms Excel კარგად ცოდნა;
უპირატესობად ჩაითვლება:
** გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სფეროში;
** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (განსაკუთრებით დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება).
საჭირო კომპეტენცია და უნარები:
** ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** ფაკულტეტის დეკანთან ერთად ორგანიზებას უწევს ფაკულტეტის სამეცნიერო და სასწავლო სტრუქტურის, ფაკულტეტის დებულების და განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებას ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის;
** ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შედეგების ანალიზს და რეაგირებას რომელსაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
** პასუხისმგებელია კურიკულუმის შესაბამისად სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენაზე ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის.
** უზრუნველყოფს აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის სემესტრული დატვირთვის ბადის შემუშავებას ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის და წარუდგენს მას ფაკულტეტის საბჭოს.
** მონიტორინგს უწევს ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურისთვის, სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის პროცესს და ფაკულტეტის ადმინისტრაციას დადგენილ ვადებში აწვდის ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა სიას.
** ადგენს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკას და ყოველწლიურად წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
** სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე აწარმოებს კურსდამთავრებულთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დანართებს, ცნობებს, რეკომენდაციებს, ინდივიდუალურ აკადემიურ ბარათებს (სემესტრული ნიშნები) და სხვა საჭირო დოკუმენტებს.
დაინტერესებულმა პირებმა 15 ნოემბრამდე გამოგზავნონ CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge.
|
|
|
|