Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680871&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის/ Logistics Manager პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 21 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული შეკითხვების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასების დათვლა და კლიენტებისთვის შეთავაზება;
** სახმელეთო/საზღვაო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
** გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** დადასტურებული შეკვეთების კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება და ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი მიმღებისთვის ტვირთის ჩაბარების ჩათვლით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვება და მათი სისწორის შემოწმება;
** სატრანსპორტო საშუალების მონიტორინგი ტრანსპორტირების პროცესში და დამკვეთებისთვის კომპანიაში არსებული წესისამებრ ინფორმაციის განახლება;
** მომსახურების ინვოისის გამოწერა და დამკვეთებისთვის მიწოდება.
** გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმიანობების (კონტრაქტების მართვა, ტვირთების დაზღვევა, ჩარიცხვების კონტროლი, შესაბამისი საბუთების დასკანერება/არქივირება)
** ახალი, პოტენციური კლიენტების მოძიება და მომსახურების შეთავაზება
** ზემდგომი მენეჯერის მითითებების მიხედვით ოპერაციების შესრულება ან/და შესრულების მონიტორინგი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკური მიმართულებით (გამოცდილ და აპრობირებულ გადამზიდებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება)
** ინგლისური (მინიმუმ B2) და სასურველია რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B1),
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პროაქტიული
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ფიქსირებულ ანაზღაურებას და KPI საბონუსე სისტემაში ჩართვას

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:30
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, "თბილისი გარდენს", მიხეილ ასათიანის ქ. 10.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე:
hr@ktl-georgia.com სათაურის ველში მიუთითეთ "ლოგისტიკის მენეჯერი".

არ დაელოდოთ განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია