Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680820&print=yes&view=jobs
 
მოლარე/ოქროს შემფასებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე/ოქროს შემფასებელი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე/ოქროს შემფასებელი

ლოკაცია: ბათუმი

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:30, შაბათი 10:00-14:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი, დამატებით ბონუსი;
** გამოსაცდელი ვადა 3 თვე;
** სრული მატერიალური პასუხისმგებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
** KYC კითხვარის შევსება.

შენიშვნა - უპირატესობა მიენიჭებათ:

** კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს პროფესიონალურ დონეზე შეფასება (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც).
** ენები: ინგლისური (სასურველი), რუსული (სასურველი), თურქული (სასურველი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com.

ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე/ოქროს შემფასებელი ბათუმში .

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია