|
დასახელება:
დირექტორი
|
| მომწოდებელი:
Symmetria
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
"Symmetria" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრების ქსელია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.
"სიმეტრია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკის შეუფერხებელი მუშაობის ორგანიზება — პაციენტის მიღებიდან მკურნალობის დასრულებამდე;
** ყველა განყოფილების (მარკეტინგი, გაყიდვები, მედიცინა, მისაღები) კონტროლი და კოორდინაცია;
** სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობა: დავალებების ჩამოყალიბება და შესრულების კონტროლი;
** პერსონალის მართვა: გრაფიკები, დატვირთვა, შვებულებები, ეფექტურობა, დისციპლინა;
** პაციენტებთან მუშაობა: პირადი მიმართვები, გამოხმაურებები, კონფლიქტური სიტუაციები;
** სისტემური ანგარიშგება: ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშები, ანალიტიკა;
** მუშაობა სახელმწიფო ორგანოებთან;
** შიდა სტანდარტებისა და რეგლამენტების შემუშავებაში და დანერგვაში მონაწილეობა;
** კლიენტების მოზიდვისა და შენარჩუნების ღონისძიებებში მონაწილეობა (სარეკლამო კამპანიები, ლოიალობის პროგრამები);
** კლინიკის საქმიანობის მაღალი ხარისხის შედეგების მიღწევა.
საჭირო უნარები და გამოცდილება:
** გამოცდილება კომერციულ მედიცინაში, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** ძლიერი მართვის უნარები და სტრუქტურირებული აზროვნება;
** თანამედროვე სამედიცინო ბიზნესის ტენდენციების ცოდნა;
** ფინანსური მაჩვენებლებისა და ანგარიშგების გაანალიზების უნარი.
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr.symmetria.ge@gmail.com
რეზიუმეების მიღება მოხდება 20 ნოემბრამდე - არ გადადოთ დაკავშირება!
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "დირექტორი"
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|