Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი / ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციების, შიდა აქტების მომზადება, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** ხელშეკრულებების (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) ანალიზი, ექსპერტიზა, ცვლილებების შეტანა. საბაზისო ფორმების საფუძველზე ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენა, მათში სპეციფიკური პირობების გაწერა;
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, მასში ცვლილება-დამატებების, კრების ოქმების და სხვა კორპორაციული დოკუმენტაციის შედგენა, გაფორმების უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით რეგისტრირება მარეგისტრირებელ ორგანოში;
** ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; "საქპატენტში", ნოტარიუსთან;
** სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დავის წამოწყება, წარმომადგენლობა სასამართლოში, საარბიტრაჟო სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი სამართლებრივი პრინციპების და საერთაშორისო დავების ზოგადი ნორმების შესახებ სიახლეების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირება სამუშაო პროცესში;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე, კორპორაციულ სამართალში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების შედგენა/ექსპერტიზის და რისკების შეფასების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე - B2);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პროცესების მართვის უნარი;
** საკითხის დროული და ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება "თელიანი ველის" (საიდენტიფიკაციო ნომერი:203855444) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე: Privacy@telianivalley.com

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე: Teliani Valley
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე