|
დასახელება:
რეზერვი მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: რუსთავი
გრაფიკი: საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:
** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით, გამოცდილებით ან/და შესაბამისი სერტიფიკატით;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო- საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა.
ანაზღაურება: ნამუშევარი საათების პროპორციულად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ცვლა (დღის ან ღამის ცვლა).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 დეკემბერი
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|