|
დასახელება:
ავტო სესხის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400 -მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
მდებარეობა:
** გორი
** ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი - პარასკევი : სრული;
** შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.
სამუშაო აღწერილობა:
** პოტენციური მომხმარებლის მოძიება-მოზიდვა;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება.
** ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** უპირატესია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** შედეგზე ორიენტირებულს.
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების გათვალისწინებით) + ყოველთვიური ბონუსი.
თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა - მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე: hr@leadercredit.ge.
სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია (ქალაქი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 დეკემბერი
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|