Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BROKERS GROUP
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "BROKERS GROUP" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი
სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების, გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

კომპანია გთავაზობთ:

** სტუდენტურ გრაფიკზე მორგებული;
** სამუშაო დრო: კვირაში ხუთი დღე 11:00-დან 19:00-მდე;
** მაღალი საკომისიო თითოეული წარმატებული საქმიდან;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს და რაც მთავარია კარიერული წინსვლას;
** მაღალი ანაზღაურება გამომუშავების პრინციპით: მინიმუმ 1500 ლარიდან 10000 ლარამდე;
** კარიერულ წინსვლას;
** ტრენინგებს.

სამუშაოს აღწერა:

** გასაქირავებელი/გასაყიდი პროდუქტის მოძიება;
** პროდუქტის მეპატრონესთან ეფექტური კომუნიკაცია შედეგის მიღწევა;
** შესაბამის პორტალზე მოძიებული პროდუქტის განთავსება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** აღნიშნულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
** შედეგზე ორიენტირება;
** მომხმარებელთან შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება;
** სამუშაო ბაზის მართვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-მისამართზე: brokersgroup12@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი".

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე