|
დასახელება:
ქუოთეიშენის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დილა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
კომპანია "დილა პლუსი" უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს კავკასიის ტურისტულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან, დაუვიწყარ ტურს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჩვენ ვეძებთ Quotation Specialist-ს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ტურისტული შეთავაზებების მომზადებასა და ფასების გაანგარიშებაზე, ასევე ოპერაციების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ტურის მოთხოვნიდან გამომდინარე ფასების გაანგარიშება და შეთავაზების ფორმირება;
** პარტნიორი სასტუმროების, ტრანსპორტის, გიდებისა და სხვა მომწოდებლების ფასების შეგროვება და შედარება;
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად ქოუთეიშენის დოკუმენტის მომზადება (პირდაპირი ან აგენტური გაყიდვებისთვის);
** თანამშრომლობა გაყიდვების და ოპერაციების გუნდთან ზუსტი, დროული შეთავაზებების უზრუნველსაყოფად;
ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და ფასების სტრატეგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** საჭიროებისამებრ — ტურების ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებში ჩართვა.
აუცილებელი მოთხოვნები :
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ოპერაციებში ან პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება);
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება Excel-ისა და Google Sheets-ის კარგად ცოდნა;
** კომუნიკაბელური, გუნდური და შედეგზე ორიენტირებული;
** ინგლისური ენის კარგად მცოდნე (ზეპირად და წერილობით).
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:30-19:00; შაბათი 12:00-16:00
ხელფასი: 1400 + ლარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: office@dilaplus.ge
|
|
|
|