Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680713&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების სპეციალისტის სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების სპეციალისტის სტაჟირება
მომწოდებელი: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების სპეციალისტის სტაჟირებაზე.

სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სტაჟირების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კომპანიის შესახებ:

მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავება. მანქანური სწავლების გამოყენებით (კერძოდ, ე.წ. "ღრმა სწავლებით"), ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტის მეტყველებად გარდაქმნა, მეტყველების ტექსტად გარდაქმნა, ტექსტის ოპტიკური ამოცნობა, მართლწერის შემოწმება, სენტიმენტ ანალიზი და სხვები. ენობრივი ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენი პროდუქტები ენაგრამის ბრენდის სახელით ვრცელდება და განთავსებულია https://enagram.ai/ ვებსაიტზე

პირობები:

** ბონუსები - ყოველი წარმატებული გარიგებისთვის
** მოქნილი გრაფიკი
** დასაქმების პერსპექტივა - საუკეთესო სტაჟიორებს ვთავაზობთ მუდმივ პოზიციას

რას ველით შენგან:

** ენთუზიაზმს და სწავლის სურვილს
** კომუნიკაციის კარგ უნარებს
** ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართ ინტერესს
** პროაქტიულობას და ინიციატივას
** გამოცდილება არ არის აუცილებელი - მთავარია მოტივაცია!

შენი როლი იქნება:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების იდენტიფიცირება
** Enagram-ის პროდუქტების პრეზენტაცია
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაგება
** გაყიდვების პროცესში მონაწილეობა
** ბაზრის კვლევაში დახმარება

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელმისამართზე: hr@enagramm.com

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია