Робота для біженців з України
ინჟინერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას საწარმოში ინჟინრის პოზიციაზე. (ლითონკონსტრუქციების საწარმოში)

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული და მაღალი ანაზღაურება (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება (სასურველია ლითონკონსტრუქციების, სამშენებლო, მექანიკური ან მომიჯნავე მიმართულებით).
** აუცილებელია ლითონკონსტრუქციების ნახაზების კითხვისა და გაგების უნარი.
** 2 წლიდან სამუშაო გამოცდილება არსებულ ან მომიჯნავე სფეროში.
** აუცილებელია AutoCAD ცოდნა, სასურველია ArchiCAD.
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონსტრუქციული ნახაზების ტექნიკური შესწავლა და ანალიზი.
** წარმოების პროცესების კონტროლი ნახაზებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
** სამუშაო პროცესებში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების გადაჭრა.
** საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების მომზადება.

პიროვნული უნარები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: jobs@cs.ge და არ დაგავიწყდეს - მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

საკონტაქტო: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს.თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service-ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე