|
დასახელება:
პროვაიდერების მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სითიქომი
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ აქტიურ, მოლაპარაკებების უნარის მქონე გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს "სითიქომის" მომხმარებლებისთვის კორპუსის სერვისების პროვაიდერების მოძიებას და მათი მომსახურების ხარისხის შეფასებას.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპუსის სერვისებისთვის საჭირო პროვაიდერების მოძიება და დაკონტრაქტება
** პროვაიდერების onboarding პროცესის სრული მართვა
** პარტნიორობის პირობების დოკუმენტური უზრუნველყოფა და რეგისტრაცია
** პროვაიდერების საქმიანობის პერიოდული შეფასება (მომსახურების ხარისხი, დროულობა, მომხმარებელთა უკუკავშირი)
** პრობლემური შემთხვევების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება ან პარტნიორობის შეჩერება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემების ორგანიზების უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://career.citycom.ge/vacancy/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94/
გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|