Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: არქიტექტურული კომპანია მიდამო
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის განხრით
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი
** გრაფიკულ პროგრამების ცოდნა: ArchiCad; 3ds Max - Corona Renderer; AutoCAD; Adobe Photoshop; (Lumion, Revit, Adobe illustrator და სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

ფუნქცია/მოვალეობები:

** დამკვეთთან კომუნიკაცია
** პროექტის დიზაინ-კონცეფციის შემუშავება გუნდთან ერთად
** პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება (მუდბორდები)
** აზომვა, გეგმარება, ტექნიკური მუშა ნახაზების მომზადება, დასამზადებელი ავეჯის გამუშანახაზება, კვანძების დეტალების და სამონტაჟო ნახაზების მომზადება; მასლალების მოცულობების დათვლა და შესაბამისი უწყისის მომზადება
** დიზაინ პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, წყალმომარაგება, წყალარინება, ელექტრობა, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
** საჭიროების შემთხვევაში, ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
** გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: info@midamoarchitecture.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე