Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ტაბერნე ბუტიკ ოტელი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. ორბელიანის ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო დღე (ცვლებით)
ანაზღაურება: ერთი სმენა 150₾ ხელზე ასაღები

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** სავალდებულო მოთხოვნა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მკაფიო, გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული, პოზიტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, მისამართზე: gm@taberne.ge და სათაურის ველში აღნიშნეთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო "ტაბერნე ბუტიკ ოტელი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე