|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
Xiaomi Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
ჭკვიანი ტექნიკის მწარმოებელი ნომერ პირველი კომპანია "Xiaomi"-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "Xiaomi Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:30-დან 20:30 საათამდე
** სამუშაო დღეები: - კვირაში 5 დღე
** დასვენების დღე: - 2 დღე
** სამუშაო ადგილი: საბურთალო, პეკინის გამზირი
** შესვენება: დღეში ორჯერ
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** კორპორატიული დაზღვევა
** მეგობრული გუნდი
** ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად
თვისებები:
** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** აუცილებელი მოთხოვნა - სალაროსთან მუშაობოს გამოცდილება;
** გამართული მეტყველების უნარი.
მოვალეობები:
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@mi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|