Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 49 ფილიალს. ჩვენი მისიაა — ხელი შევუწყოთ მომხმარებლების ფინანსურ განვითარებას მარტივი, სწრაფი და პასუხისმგებლიანი სერვისით.

ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგზე, განვითარებაზე და მომხმარებელზე.

კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას - ქალაქ ბათუმში - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

გაყიდვების მენეჯერი უზრუნველყოფს ფილიალის ფინანსურ ზრდას, გუნდის ეფექტურ მუშაობას და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონეს. ის არის ლიდერი, რომელიც მართავს, მოტივირებს და ავითარებს სერვისცენტრის გუნდს ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება ფილიალის მიზნების შესაბამისად;
** გუნდური მუშაობის ორგანიზება და თანამშრომელთა შედეგებზე ორიენტირებული მართვა;
** მომხმარებელთა მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** ყოველდღიური, კვირეული და თვიური ანგარიშგებების მომზადება;
** ფილიალის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და განვითარებაზე შემოთავაზებების მომზადება;
** გუნდის პროფესიული მხარდაჭერა, ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა და შესრულება;
** შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვა;
** თანამშრომლობა ცენტრალურ ოფისთან ოპერაციული და მარკეტინგული აქტივობების კოორდინაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან ფილიალის მართვის პოზიციაზე (სასურველია მიკროსაფინანსო ან საბანკო სფეროში);
** შედეგზე ორიენტირებულობა და გუნდის მოტივაციის უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM პლატფორმები).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას პროფესიულად მზარდ ორგანიზაციაში;
** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კორპორატიულ ბენეფიტებს;
** პროფესიულ ტრენინგებს და კარიერულ წინსვლას.

სამუშაო ადგილი: ბათუმის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 (ხელზე ასაღები) + ბონუსი შესრულებული გეგმიდან

m.kandelaki@creditservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე