Робота для біженців з України
რეზერვაციების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: Hotel Indigo Batumi Old Town
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული Hotel Indigo Batumi Old Town უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა და მზად ხართ განივითაროთ თქვენი კარიერა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში - ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ვაკანსია - რეზერვაციების აგენტი
სამუშაო ადგილი - ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარებისა და ელფოსტების საფუძველზე რეზერვაციების მიღება და დამუშავება;
** ონლაინ არხებიდან (OTA, Booking.com და სხვა პლატფორმებიდან) მიღებული ჯავშნების მართვა;
** ოთახების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების კონტროლი Opera PMS სისტემაში;
** სტუმრებთან პროფესიული და მეგობრული კომუნიკაცია;
** Micros სისტემაში შეკვეთების და ანგარიშგების მართვა;
** თანამშრომლობა გაყიდვების და ფრონტ ოფისის დეპარტამენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** Opera PMS და Micros სისტემების ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე