|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Glass Work
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1100 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია საბუღალტრო პროგრამაში;
** საოპერაციო ხარჯების კლასიფიკაცია და დამუშავება;
** ბანკის დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორის კონტროლი;
** რს-ზე ფაქტურების ატვირთვა-მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
** RS-ში მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საბუღალტრო სფეროში;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "1C"- ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დამხმარე ბუღალტერი.
|
|
|
|