|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. "GWP" 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს იურისტის პოზიციაზე, მარეგულირებელთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციული წარმოების სამსახურში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი
მისამართი: მედია (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** შინაგან საქმეთა სამინისტროდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემთა ელექტრონული წესით გამოთხოვა და ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა ასახვა.
** სასმელი წყლის უკანონო მოხმარებასთან, ასევე ტექნიკური რეგლამენტის შეუსაბამო ჩამდინარე წყლების წყალარინების სისტემაში ჩაშვებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, და არა მხოლოდ, ოქმების/დადგენილებების რეგისტრაცია, მტკიცებულებების გამოთხოვა, შეტყობინების/დადგენილების ჩაბარება მხარისათვის, განსახილველი საქმის სრულყოფილად მომზადება, სხდომაზე მდივნის სტატუსით მონაწილეობის მიღება, დადგენილების პროექტის მომზადება, ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში საქმის ატვირთვა, დადგენილებების მხარისათვის გაგზავნა/ჩაბარების მონიტორინგი, სააღსრულებო წარმოებისთვის საქმის მომზადება და აღსრულებაზე კონტროლი, საქმეების დაარქივება და დაკავშირებული სტატისტიკების მომზადება.
** ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესების სრულყოფილად შესრულება.
** ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების რეგისტრაციის ელექტრონული და მატერიალური ჟურნალის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით.
** სასურველია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
** სამართლებრივი დოკუმენტაციის სისტემატიზაციის, აღრიცხვისა და წარმოების წესისების ცოდნა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
** MS Office -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები
** პროცესების დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები.
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტი
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|