|
დასახელება:
კამერების მონიტორინგი/ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
ესთეტიკ იაფი
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "ესთეტიკ იაფი" აცხადებს ვაკანსიას კამერების მონიტორინგის/ზედამხედველის პოზიციაზე.
ვაკანსიის აღწერა:
სამშენებლო კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს დასრულებული საცხოვრებელი კორპუსის კამერების მონიტორინგს და უსაფრთხოების კონტროლს.
მოვალეობები:
** კამერების სისტემების მონიტორინგი
** კორპუსის ტერიტორიისა და საერთო ზონების უსაფრთხოების კონტროლი
** საეჭვო შემთხვევების დაფიქსირება და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირებზე
** ტექნიკური ხარვეზების დროული შეტყობინება ადმინისტრაციას
** ჩანაწერების გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მონიტორინგის სფეროში (სასურველია)
** ტექნიკის საბაზისო ცოდნა (კამერები, მონიტორინგის პროგრამები)
** დისციპლინირებულობა და წესრიგის დაცვა
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, ამირან ფანცულაიას N11
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: estetikyapioficce@gmail.com
განცხადების ბოლო ვადა: 12 დეკემბერი, 2025.
|
|
|
|