|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
GE DE Group
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
"GE DE Group" წარმოადგენს გერმანულ ხარისხს საქართველოში, რომელიც აერთიანებს სამ გერმანულ შვილობილ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, ხარისხი და მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი.
"Vantrans" - 2005 წლიდან წარმატებით ოპერირებს გერმანიისა და ცენტრალური ევროპის ბაზარზე. ძირითადი მიმართულებები: პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვა და ტრანსპორტირება.
"გერმანული სავაჭრო ცენტრი" - 2017 წლიდან ახდენს ევროპული ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის იმპორტს საქართველოში. კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ თანამედროვე და კლასიკურ ავეჯს პირდაპირი შეკვეთით გერმანიიდან, როგორც B2B ასევე საცალო გაყიდვებისათვის.
"ვილკენს საქართველო" - 2024 წლიდან არის გერმანული საღებავების მწარმოებელი კომპანიის "Wilckens Farben"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი პროდუქცია აერთიანებს ინოვაციურობას, ეკოლოგიურობასა და გერმანულ სტანდარტებს.
ჩვენი გუნდის მიზანია დავნერგოთ ინოვაციური სტრატეგიები ქართულ ბაზარზე და განვავითაროთ ძლიერი, პროფესიონალური გუნდი, რომელიც მუდმივად იზრუნებს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების ეფექტურობასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. https://gedegroup.ge/
"GE DE Group" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელთან;
** სამუშაო განრიგი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (შესვენება ერთი საათი, 13:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში);
** ოფისის მდებარეობა: მცხეთის გზატკეცილი, გერმანული სავაჭრო ცენტრი (თბილისი მოლიდან 3 კილომეტრში)
ძირითადი ფუნქციები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პოტენციურ კლიენტთა სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, კომპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და უპირატესობების არგუმენტირება;
** პოტენციური კლიენტების მოზიდვის მიზნით აქტიური გაყიდვების წარმოება. განსხვავებული გაყიდვების მეთოდების გამოყენების უზრუნველყოფა, ინტერნეტგაყიდვები, კლიენტებთან ვიზიტი, პრეზენტაციების ჩატარება;
** მომხმარებლის მუდმივი ინფორმირება კომპანიის ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარება და გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გეგმების შემუშავება;
** კონკურენტების პერიოდული შესწავლა ცალკეული სეგმენტების მიხედვით, ფასების/სერვისების კვლევა და მენეჯმენტთან პერიოდული რეპორტინგი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და ინტერესების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაწილეობა პროფესიულ გამოფენებში;
** კომპანიის ვებგვერდის, სოციალური ქსელის მართვა და ინფორმაციის განახლება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი პროგრესული გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია ავეჯის ან სამშენებლო მასალების სექტორში);
** კლიენტების მოზიდვისა და ეფექტური გაყიდვების მეთოდების ცოდნა;
** ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
** MS Office, სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება.
** მივლინებებისადმი მზაობა გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში.
პიროვნული მახასიათებლები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** კეთილსინდისიერება.
ბენეფიტები:
** კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი
გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ მეილზე Careers@gedegroup.ge, 2025 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|