|
დასახელება:
მიმტანი, ჰელფერი
|
| მომწოდებელი:
Fiesta Events
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
ქეითერინგის კომპანია "Fiesta Events" აცხადებს ვაკანსიებს მიმტანისა და ჰელფერის პოზიციებზე.
"Fiesta Events" 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე, სადაც გთავაზობთ მაღალ ხარისხის ქეითერინგ მომსახურებას და ორგანიზებას ღონისძიებების ფართო სპექტრზე — ქორწილებიდან, კორპორატიული აქტივობებიდან, შიდა ბანკეტებამდე. ჩვენი მიზანია, თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი გამოცდილება შევქმნათ.
1) მიმტანი (ქეითერინგისთვის)
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: ღონისძიებაზე დაფუძნებული
გრაფიკი: მოქნილი, ღონისძიებების მიხედვით
ანაზღაურება: შეთანხმებით.
მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება ქეითერინგ ღონისძიებებზე (კინო-სარეკლამო გადაღებები, ქორწილები, კორპორატიული ივენთები, ბანკეტები და სხვ.);
** სასმელებისა და საკვების მიწოდება სტანდარტების შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება, სერვირების ინვენტარის განთავსება და განლაგება;
** ლოკაციის სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება ღონისძიების მიმდინარეობისას;
** გუნდთან კოორდინაცია და ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მიმტანის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია სტუმრებთან;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სისწრაფე სამუშაო პროცესში;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
2) ჰელფერი სეტზე (ქეითერინგის კომპანია)
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ქეითერინგის სეტზე სამუშაოდ. პოზიცია მოიცავს ღონისძიებებისთვის აღჭურვილობის, ინვენტარისა განთავსებას/დაშლას ადგილზე.
სამუშაო პირობები:
** მოქნილი გრაფიკი (ღონისძიებების მიხედვით)
** ანაზღაურება: დღიურად/საათობრივად
** ლოკაცია: თბილისი, თბილისის მიმდებარე ტერიტორია.
** ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დროულად გამოცხადება სამუშაოზე
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სისუფთავე
** სასურველია მსგავსი სფეროში გამოცდილება (არა სავალდებულო)
დასაქმების მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV: fiestaeventsgeo@gmail.com
|
|
|
|