Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680364&print=yes&view=jobs
 
კონკურსი IT კურსების ორგანიზებაზე - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი IT კურსების ორგანიზებაზე
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური"/ეიპიემ ტერმინალს ფოთი" აცხადებს კონკურსს პარტნიორი ორგანიზაციების შესარჩევად, რომლებიც საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებენ. პროექტის მიზანია ფოთელი ახალგაზრდებისთვის IT უნარების განვითარება.

ფოთი, როგორც საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქი, სწრაფად ვითარდება საზღვაო ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ამ ტენდენციის საპასუხოდ, ვქმნით შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, რომ მათ შეძლონ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებს მიღმა განივითარონ ახალი უნარები, შეიძინონ ახალი პროფესია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და გახდნენ კონკურენტუნარიანი ადგილობრივ დასაქმების ბაზარზე.

პროექტის მიზანი:

ფოთის ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული და მომავლისთვის საჭირო IT და ციფრული უნარების განვითარება, გოგონების ჩართულობის წახალისება ტექნოლოგიურ სფეროებში და ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება.

სასწავლო მიმართულებები:

** გრაფიკული დიზაინი
** პროგრამირება
** კიბერუსაფრთხოება
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

პროექტის დეტალები:

** მონაწილეთა ასაკი: 15-25 წელი
** ხანგრძლივობა: 3-4 თვე
** სწავლების ფორმატი: მოქნილი, სკოლების სასწავლო გრაფიკთან შესაბამისი, ჰიბრიდული ფორმატი (ონლაინ გაკვეთილები არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს)
** ლოკაცია: ფოთის ახალგაზრდული ჰაბი

პარტნიორი ორგანიზაციის ამოცანები:

** სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება
** სასწავლო კურსების ჩატარება ახალგაზრდებისთვის ზემოაღნიშნული მიმართულებებით
** გოგონების ჩართულობის წახალისება და სპეციალური აქტივობების ორგანიზება
** მოწვეული მენტორებისა და ქალთა ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების ჩართვა (მაგალითად, Google ან Amazon-ის სპეციალისტები)

განაცხადების მიღება:

დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი წინადადებები (პროგრამა, ხედვა, გამოცდილება, ბიუჯეტი) 2025 წლის 16 ნოემბრამდე

ელექტრონულ მისამართზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია