|
დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, ჭურჭლის დარეცხვა სტანდარტების შესაბამისად;
** სარეცხ-საწმენდი საშუალებების რაციონალურად გამოყენება/ხარჯვა;
** დარეცხილი ჭურჭლის თაროებზე განთავსება (ჰაერზე გაშრობის მიზნით);
** მუდმივი კონტროლი სამრეცხაოს სისუფთავეზე და ნარჩენების დროულად გატანის ორგანიზება;
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;
ანაზღაურება: დღეში - 62, 60 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|