Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680351&print=yes&view=jobs
 
საწყობის უფროსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი /პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel).

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება და დასაწყობება სახეობების, სპეციფიკაციებისა და შენახვის პირობების შესაბამისად;
** პროდუქციის მიღებისას ხარისხის, ვადიანობის, ეტიკეტირებისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
** პროდუქტის მიღებისას, პროდუქციის აწონა და მისი შედარება სასაქონლო ზედნადებთან;
** საწყობში სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** საწყობიდან სამზარეულოში პროდუქციის ზუსტი რაოდენობით (ზედნადების მიხედვით) მიღების კონტროლი;
** საწყობის ნაშთების სრული აღწერა ყოველი თვის ბოლოს;
** დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
** ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: 2000 ლარიდან - 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია