Робота для біженців з України
კურიერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: Auto Lab
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "Auto Lab" 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა.

"Auto Lab" გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენეჯერებისგან მიღებული დავალებების ზუსტად შესრულება, რაც უკავშირდება შეკვეთილი პროდუქციის აგროვებას და მოტანას კომპანიაში;
** სასურველი პროდუქციის ბაზარზე მინიმალური ფასით შეძენა;
** საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოება პროდუქციის შეძენისას;
** ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა და დროის სწორი მენეჯმენტი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

** კურიერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებული მუშაობის უნარი;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი;
** ავტომობილს უზრუნველყოფს კომპანია;
** ძირითადი მარშრუტი რუსთავისა და თბილისის მასშტაბით;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე