Робота для біженців з України
სერვისების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სერვისების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი

IT სერვისების მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის IT სერვისების უწყვეტობაზე, ხარისხზე და ეფექტურობაზე.

მისი ძირითადი ამოცანაა სერვისების ოპერაციული პროცესების მართვა ITIL ჩარჩოს შესაბამისად, სერვისის დონის კონტროლი (SLA), ინფრასტრუქტურის სიმძლავრეების ოპტიმიზაცია, კონფიგურაციისა და აქტივების მართვა, და კლიენტებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სიმძლავრეების მართვა (Capacity Management)

** კლიენტის IT სერვისებისა და ტექნიკური კომპონენტების სიმძლავრეების მართვა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის რესურსების გამოყენების ანალიზი და მომავალი მოთხოვნების პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;

სერვისის დონის მართვა (Service Level Management)

** სერვისის დონის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა;
** კლიენტების სერვისის მიწოდების და მათთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მონიტორინგი;

სერვისების კატალოგის მართვა (Service Catalog Management)

** ტექნიკური სერვისების კატალოგის შექმნის და პერიოდული განახლების პროცესის მართვა;
** ბიზნეს სერვისების კატალოგის შექმნის და პერიოდული განახლების პროცესის მართვა;

აქტივებისა და კონფიგურაციის მართვა (Asset & Configuration Management)

** კლიენტის IT სისტემების აქტივებისა და კონფიგურაციის ელემენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და პერიოდული განახლების პროცესის მართვა;
** კონფიგურაციის ელემენტებს შორის ურთიერთკავშირების დადგენის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული განახლების პროცესის მართვა;

კლიენტთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა

** კლიენტის დახმარება კონტრაქტორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის პროცესში;
** კონტრაქტორების მიერ მიწოდებული IT სერვისების ხარისხის შეფასების პროცესში მონაწილეობა;

პოლიტიკებისა და პროცედურების განვითარება

** მონაწილეობა ISO სტანდარტებზე (ISO 20000, ISO 27001) დაფუძნებული პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში;
** ცვლილებების მართვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

რეპორტინგი და ანგარიშგება

** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისა და კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის;
** სერვისების სტატუსის, ინციდენტების და SLA მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** IT სერვისების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება სერვისის, სიმძლავრეების, კონფიგურაციისა და ცვლილებების მართვის მიმართულებით;
** სასურველია ITIL Foundation-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ენები: აუცილებელია ინგლისური ენის (მინიმუმ B2 დონე) და სასურველია რუსული ენის ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება IT ოპერაციების ან სერვისების მართვის მიმართულებით;

კომპეტენციები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** ინოვაციური ხედვა და პროცესების გაუმჯობესების მოტივაცია;

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 დეკემბრის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1163/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე