Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680313&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობას;

სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვიწვევთ ენერგიულ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს ფინანსურ დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები/შესასწავლი და განსახორციელებელი ფუნქციები:

** კომპანიის შიდა პროგრამაში სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შესწავლა და შესრულება;
** შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების პროცესში ჩართულობა;
** საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის დოკუმენტაციის მოწესრიგება, პროგრამული ასახვა;
** ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების, ასევე რეალიზაციების ჭრილში;
** დამკვეთ კომპანიებისთვის ანგარიშ-ფაქტურების მომზადების უზრუნველყოფა;
** პროექტის ჭრილში ნაშთების კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 06 დეკემბერი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია მოიცავს სრულ განაკვეთზე, ოფისში ფიზიკური დასწრებით მუშაობას, თუმცა შესაძლებელია სწავლასთან შეთავსებული განრიგის შედგენა.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge/

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია