Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ: მოტივირებულ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს სამშენებლო მოედანზე, სრულ განაკვეთზე: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი და რისკების შეფასება;
** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება და შრომის უსაფრთხოების ჟურნალების შევსება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის ყოველდღიური აღრიცხვა და დასწრების ტაბელის დროული მიწოდება შესაბამის პირებისთვის, უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველსაყოფად.
** შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
** პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათი გამოყენების კონტროლი;
** ინციდენტების, დარღვევებისა და საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** კონფლიქტური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და განმუხტვა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ობიექტზე მუშაობის გამოცდილებას);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინარულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის/აღმოფხვრის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 06 დეკემბერი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge/

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე