Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680292&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ELEMENT.GE
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზია "ELEMENT.GE", რომელიც ორიენტირებულია ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოთხოვნის მიღება და დამუშავება: მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და დეტალური ანალიზი.
** კომერციული წინადადების მომზადება: კლიენტის საჭიროებებზე და ბიუჯეტზე მორგებული საუკეთესო ალტერნატივების მოძიება და შეთავაზების მომზადება.
** გაყიდვების პროცესის მართვა: კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება, შეკვეთის გაფორმების უზრუნველყოფა, მომწოდებლებთან ურთიერთობა და კომპანიის საკურიერო სისტემის მეშვეობით გაყიდული პროდუქტის მიწოდების პროცესის ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული ტექნიკისა და კომპონენტების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია!)
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები.
** ორგანიზების და პროცესების მართვის უნარები.
** სასურველია კომპიუტერული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (აიტი სერვისები ან ტექნიკის გაყიდვები).

პირობები:

** ანაზღაურება: კონკურენტული საბაზისო ხელფასი და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00am-5:00pm
** ოფისის ლოკაცია: თბილისი, საბურთალო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@element.ge.

გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის სრული დასახელება: "ონლაინ მაღაზიის გაყიდვების კონსულტანტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია