Робота для біженців з України
საწყობის სექციის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სექციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტლური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას აქსესუარების საცალო საწყობში საწყობის სექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო დრო: 09:30სთ - 18:30სთ ან 11:00-20:00სთ
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია:ბაგრატიონის N109
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 1500 ლარი;

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სექციაში არსებული საქონლის ზედმიწევნით ცოდნა.;
** საქონლის დასაწყობება პროგრამაში არსებული ზონების/ადგილების შესაბამისად;
** საქონლის ადგილმდებარეობების რეგისტრაცია პროგრამაში და მუდმივი სინქრონიზაცია რეალურ მონაცემებთან;
** მიღებული შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება;
** გასაცემად მომზადებული შეკვეთის შესაბამისობის გადამოწმება შეკვეთის მონაცემებთან;
** სექციაში განთავსებული მარაგების კონტროლი და მათზე პასუხისმგებლობა;
** სექციის ინვენტარიზაცია;
** სექციაში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საწყობის სექციის ხელმძღვანელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე