Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და გამომუშავებული თანხის განაღდების პროგრამა paypro.ge. აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი N6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: საშუალოდ 1200 ლარი (ფიქსირებული 600, + ბონუსები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ახალი პარტნიორების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია და გამყიდველი პოსტების განთავსება;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

აუცილებელი უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** გამართულად მეტყველება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: taxio@bmcapital.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე