Робота для біженців з України
კამერების ტექნიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კამერების ტექნიკოსი
მომწოდებელი: EUROTECH
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "EUROTECH" ეძებს კამერების ტექნიკოსს ქალაქ რუსთავში.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე, მოქნილი საათები)

ძირითადი მოვალეობები:

სამონტაჟო სამუშაოები:

** უსაფრთხოების კამერების სისტემების მონტაჟი და გამართვა.
** დომოფონის სისტემების მონტაჟი და გამართვა.
** დაშვების (Access Control) სისტემების მონტაჟი და გამართვა.
** სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი და გამართვა.

ქსელური სამუშაოები:

** სისტემების ფუნქციონირებისთვის საჭირო ქსელის (LAN) გამართვა.
** სისტემების ტექნიკური მომსახურება და გაუმართაობის აღმოფხვრა რუსთავის მასშტაბით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** ელექტრო და დაბალი ძაბვის სისტემებთან მუშაობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და პირობები:

** ანაზღაურება: 1000-1400 ₾ (ფიქსირებული, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად).
** დამატებითი ბონუსი შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ დეტალური ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ნომერი: 558 10 77 88
ელ. ფოსტა: Eurotechgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე