Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680265&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოლუქსი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
Solux - პროფესიონალური აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების დისტრიბუტორი და სისტემური ინტეგრატორი საქართველოში - ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო პროექტების მოძიებასა და გაყიდვებში.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, მორგებული
** ფიქსირებული ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი 1000 - 3000 ლარი გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისა და პროექტების იდენტიფიკაცია.
** სამშენებლო და მიმდინარე ობიექტების მონიტორინგი და პროდუქციის/მომსახურების შეთავაზება.
** სახელმწიფო და კერძო სექტორის პროექტების მოძიება.
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი და ანგარიშგება.
** გაყიდვების თვისა და წლიური გეგმის (KPI) შესრულება.
** მომხმარებელთა ბაზების შექმნა და მათი აქტიური მართვა.
** ხელშეკრულებების მომზადება და ინვოისინგის წარმოება.
** მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება.
** ტენდერებში მონაწილეობა. (მოძიება, დოკუმენტაციის მომზადება და სხვა)

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სახელმწიფო და კერძო სექტორში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** აუდიო, ვიდეო და განათების სისტემების ცოდნა ან მსგავს სფეროში პროექტების გაყიდვის გამოცდილება (სასურველია).
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი.
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია).
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია)

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო ბალანსით
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ და დინამიურ კომპანიაში.
** მონაწილეობას საინტერესო და მსხვილ პროექტებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@solux.ge.

მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია