Робота для біженців з України
ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავტოპარკის მართვის ან მსგავს პოზიციაზე;
** სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სპეციფიკის საბაზისო ცოდნა;
** ავტოპარკის მართვის, GPS მონიტორინგის ან მსგავსი სისტემების გამოყენების გამოცდილება;
** Microsoft Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკის მუდმივი მონიტორინგი;
** ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულარული ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება;
** ტექნიკური სერვისების მომწოდებლების იდენტიფიცირება, ფასების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ანალიზი;
** GPS-ს საშუალებით საწვავისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი;
** მუდმივი კომუნიკაცია ავტომობილის მფლობელ მძღოლებთან მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად;
** სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ყოველკვირეული ჩანაწერების წარმოება: ტექნიკური ისტორია, გარბენი, დაგეგმილი სერვისები, გაუთვალისწინებელი სერვისები, შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯი და ა.შ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "კოლხი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე