Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680227&print=yes&view=jobs
 
ღამის მორიგე აღმზრდელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მორიგე აღმზრდელი
მომწოდებელი: ბათუმის განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
ააიპ "ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი" ბათუმში რთული ქცევის ბავშვთა სახლისთვის (3 ბენეფიციარი) აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე აღმზრდელის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

** ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა ღამის საათებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციართა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ღამის პერიოდში.
** საჭიროების შემთხვევაში რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე.
** დილით ანგარიშის მომზადება ახალგაზრდული ლიდერისთვის.
** სახლის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება.
** პასუხისმგებლობა და ემოციური მდგრადობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 19:00-09:00 + შაბათს ან კვირას 24 საათიანი მორიგეობა.
** სამუშაო ადგილი - ქალაქი ბათუმი

როგორ მიიღოთ მონაწილეობა შერჩევაში:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე მოტივაციური წერილი ელფოსტაზე: bedecadjara@gmail.com

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მობ. ნომერი და ელფოსტა საკონტაქტოდ: 574010212; bedecadjara@gmail.com

შერჩეული კანდიდატურა ვალდებულია გაიაროს სპეციალური ტრენინგი რომლის შემდეგ მიენიჭება სოციალური პედაგოგის სტატუსი. ტრენინგის ორგანიზებას უზრუნველყოფს ორგანიზაცია.  
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია