Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680225&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ნათება
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://www.newlight.ge

კომპანია " ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: 55 ლარი დღეში (თვეში 1150-1250 ლარი) ზრდის პერსპექტივით.
(გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ ერთ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 500 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

დამატებით გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2025 წლის 06 დეკემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი"

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია