Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680215&print=yes&view=jobs
 
ხარისხის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარისხის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი.

მისამართი: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო გრაფიკი: 35 საათი კვირაში. 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საკონტროლო ნიმუშების აღება, შენახვა და კონტროლი;
** სადეგუსტაციო ნიმუშების მომზადება, დეგუსტაციის პროცესის წარმართვა, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
** დეგუსტაციის შედეგებზე დაყრდნობით ანგარიშის მომზადება.
** წარმოების პროცესში განსაზღვრული პარამეტრების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია, სურსათის უვნებლობის, ბიოლოგიური, სურსათის ტექნოლოგიის ან სხვა მონათესავე სფეროში;
** მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება სასურსათო ინდუსტრიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია