Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680163&print=yes&view=jobs
 
კრიზისული ცენტრის უფროსი/იურისტი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კრიზისული ცენტრის უფროსი/იურისტი
მომწოდებელი: სახელმწიფო ზრუნვ. და ტრეფიკინგ. მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" სტრუქტურული ერთეულის ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი/იურისტი.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი
ანაზღაურება: 2420 ლარი (დარიცხული თანხა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე ან სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

სხვა უნარ-ჩვევები:

** წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** კრიზისული ცენტრის საქმიანობის მართვა/ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომსახურების მიმღები პირებისთვის ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღები პირისთვის წარმომადგენლობის/ადვოკატირების გაწევა სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში;
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge

საკონტაქტო ტელ.ნომერი (+99532) 2 19 22 32
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია