Робота для біженців з України
ნუტრიციის გიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნუტრიციის გიდი
მომწოდებელი: Epicalorie.shop
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
Epicalorie.shop — ბიო და ორგანული პროდუქტების კონცეფციის მაღაზია: ვერა, გიორგი ახვლედიანის 5 (ყოფილი პეროვსკაია), რუსთაველის მეტროსთან.

Epicalorie.shop წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული პროდუქტის ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.

ჩვენი მომხმარებლები გვირჩევენ — სისუფთავით, კომფორტით, ცოდნით და გულით მომსახურებით.

ვაკანსია: კონსულტანტი — ნუტრიციის გიდი

რატომ ჩვენ?

შემოგვიერთდი და გახდი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი:

** მოამზადებ ზესაკვების სასმელებს (Matcha, Superfoods, Smoothies)
** დაეხმარები მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში
** გაუზიარებ ცოდნას ჯანმრთელ კვებასა და პროდუქტებზე
** ბონუსად: გაგატარებთ ნუტრიციოლოგიის ტრენინგს — ისწავლი პროფესიონალურად!

შენი მოვალეობები:

** პროდუქციის სწორად განლაგება, კონტროლი, ფასები და ვარგისიანობა
** მომხმარებლის კონსულტაცია და გაყიდვების მართვა
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მოწესრიგება
** თვიური გეგმის შესრულება და გაყიდვების სტიმულირება
** ტრენინგებსა და გასტრონომიულ ტესტირებებში მონაწილეობა

ჩვენ გეძებთ, თუ:

** ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური და ენერგიული
** შეგიძლია მარტივად აუხსნა ადამიანს ინფორმაცია
** ფლობ ინგლისურს (B2+) — დამატებითი ენა პლიუსია
** არ არის აუცილებელი გამოცდილება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი + ნავაჭრის პროცენტი
სტაჟირება: 3 დღე (რამდენიმე საათი)
გრაფიკი: მოქნილი (შეგიძლიათ აირჩიოთ 10-40 საათი კვირაში)

დამატებითი სარგებელი:

** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე
** ზრდადი ანაზღაურების სისტემა
** პროფესიული და კარიერული განვითარება

როგორ შეავსო განაცხადი?

გამოგვიგზავნე CV: info@epicalorie.shop
ან შეავსე ონლაინ ფორმა: https://epicalorie.shop/career
Instagram: https://instagram.com/epicalorie.shop
Facebook: https://facebook.com/epicalorie.shop
Website: https://epicalorie.shop

თუ გინდა იყო გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ზრდაში, ჯანმრთელობაში და ცხოვრებით გაძლიერებაში ეხმარებიან!

Epicalorie გელოდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე