|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
ცელსიუსი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია "ცელსიუსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არის ცნობილი, როგორც ბრენდი "არისტონის" და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციის ექსკლუზიური მომწოდებელი.
კომპანია მუშაობს როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვების მიმართულებით და წარმოდგენილია ბრენდირებული შოურუმებით თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში. ცელსიუსი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან თუ სხვა პარტნიორ რეალიზატორებთან. ამასთან კომპანიის საიტზე ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო მომსახურება.
ცელსიუსმა თავი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის, პროდუქციის და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებით, კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: http://www.celsiusi.ge
კომპანია "ცელსიუსი" აცხადებს ვაკანსიას:
ვაკანსიის დასახელება - პრომოუტერი, თბილისი
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი. ჯ.ლეჟავას ქ#22, მიჰაუსი.
** სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი,
** სამუშაო საათები კვირაში 5 დღე - 10:00 - 19:00 სთ-მდე, 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100, 00 ლარი ხელზე.
** დამატებით 2 ტიპის ბონუსი - ინდივიდუალური გეგმიდან და პროდუქციიდან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლებისა და მათი უპირატესობების წარმოჩენა და მიმდინარე აქციების გაცნობა;
** მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების ახსნა;
** ქსელში პროდუქციის სტენდზე სწორად განთავსების მონიტორინგი;
** სტენდის მოწესრიგება/შევსება, შეკვეთების მომზადება და პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიის პროდუქციის ფასების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის აქციების დაგეგმვაში ჩართულობა;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და აღწერებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან სიტყვიერი ანგარიში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** ქართული - გამართული მეტყველება;
** გათბობა - გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დამატებითი უნარები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტაბელური;
** დარწმუნების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
შერჩევის ეტაპები:
** CV გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
რეზიუმეს გამოგზავნის წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge
თქვენს მიერ გაგზავნილი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - პრომოუტერი თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 20.11.2025.
|
|
|
|