Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680102&print=yes&view=jobs
 
შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: პრაიმ ლაინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"პრაიმ ლაინ ჯორჯია" გახლავთ დანამატების და დერმოკოსმეტიკური ბრენდების წარმომადგენელი კომპანია საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების მქონე პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი პროდუქტი იწყება ნდობით და ცოდნით — ამიტომ ვეძებთ კონსულტანტს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია, ზრუნავს ადამიანებზე და სურს გაიზარდოს თანამედროვე ფარმაცევტულ გარემოში.

ვაკანსია: ფარმაცევტული კომპანიის შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული და მეგობრული მიღება შოურუმში
** პროდუქციის — როგორც ფარმაცევტული, ისე დერმოკოსმეტიკური ხაზის — წარდგენა და კონსულტაცია
** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის რეკომენდაცია
** შეკვეთების გაფორმება და გაყიდვების აღრიცხვა
** შოურუმის სისუფთავისა და პროდუქციის გამოფენის მოწესრიგება
** მონაწილეობა ტრენინგებში და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებულ პრეზენტაციებში

საჭირო უნარები:

** უპირატესობად ჩაითვლება ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება (ან გამოცდილება გაყიდვების სფეროში)
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური ურთიერთობა კლიენტებთან;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (Word, Excel, Messenger, Facebook Page);

გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებული ხელფასი
** სტაბილური სამუშაო გრაფიკი;
** განვითარების შესაძლებლობა.

პირობები:

** სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ.დან 19:00 სთ.მდე
** ფიქსირებული ხელფასი;
** საგამოცდო პერიოდი: 3 -6 თვე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dr.wolz.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია