Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680069&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ბაუფლექსი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
შპს "c" წარმოადგენს "ნეოტექი"-ს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2018 წლის იანვარში და რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს იატაკების, შეკიდული ჭერების, თბო და ჰიდროიზოლაციის თანამედროვე სამშენებლო მასალების და სისტემების იმპორტი-რეალიზაცია და რაც ყველაზე მთავარია, ამ სისტემების ინსტალაცია ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების შესაბამისად.

კომპანია "ბაუფლექსი" საქმიანობაში იყენებს მხოლოდ თავის სფეროში ლიდერი ევროპული მწარმოებლების მასალებს, სამშენებლო ქიმიას, სამუშაო ინსტრუმენტებსა და მოვლა-აღდგენის საშუალებებს. კომპანია "ბაუფლექსის" საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემები, მასალები რეალიზებული და/ან ინსტალირებული გვაქვს ასეულობით ობიექტზე, მათ შორის: აპარტამენტებში და სასტუმროებში, კომერციულ-საოფისე ფართებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ კომპლექსებში და ა.შ.

კომპანია "ბაუფლექსი", რომელიც დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან სხვადასხვა დანიშნულების ადგილამდე დოკუმენტაციისა და ტვირთის გადაზიდვა;
** კომპანიის ავტომობილის მოვლა და ტექნიკური ზედამხედველობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** B და C კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა (აუცილებელია);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება C კატეგორიის ავტომობილის მართვაში;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული კომუნიკაციის კულტურა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00;
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ა.ბელიაშვილის N106;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@bauflexy.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"მძღოლი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია