Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680053&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირინა ბიბილაურის ესთეტიკური კლინიკა
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ დიაგნოსტიკური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად შესთავაზოს ჩვენი კლინიკის მიერ წარმოდგენილი პრეპარატები და პროდუქცია კოსმეტოლოგებსა და სპეციალისტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კოსმეტოლოგებთან და ესთეტიკურ სპეციალისტებთან ურთიერთობის დამყარება და მართვა;
** არსებული და ახალი კლიენტების ბაზის გაფართოება;
** პროდუქციის პრეზენტაცია, შეთავაზება და გაყიდვების პროცესის სრული მართვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია ესთეტიკის, ფარმაციის ან კოსმეტოლოგიის სფეროში);
** შესანიშნავი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები;
** პრეზენტაბელურობა და მიზანმიმართულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას გაყიდვებიდან;
** თანამედროვე, ესთეტიკური გარემოსა და მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის გამზირი N33ე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.ibclinic@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენი კანდიდატურის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებისთვის. ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია