Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=680047&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ქეისების კუთხე
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შპს "ქეისების კუთხე" აცხადებს კონსულტანტის ვაკანსიას მობილური ტელეფონის, აქსესუარების და წვრილი საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში

მისამართი: ქ. სამტრედია, რუსთაველის N18. (ახალი აშენებული შენობა)

ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაო საათები: 10:00-დან 21:00-მდე, სამუშაოს ხანგრძლივობა თვეში 15 დღე
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული 600 ლარი.

შესაძლებელია სრულ განაკვეთზე შეთანხმება და ამ შემთხვევაში, ანაზღაურება იქნება 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** თვეში ერთხელ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (აღწერა);
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.

გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: casecorner52@gmail.com

ჩვენ პატივს ვცემთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია