|
დასახელება:
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მაღაზიათა ქსელი გვირილა
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია დინამიკურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კარიერას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს
შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობა:
** სავაჭრო ობიექტზე აღწერის გაკეთება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მიღებული პროდუქციის სასაქონლე ზედნადების მიხედვით შემოწმება;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა ინსტრუქციის შესაბამისად;
** არსებული სასაქონლე ნაშთების შემოწმება დანაკლისი/მეტობა მოკვლევა დადგენა;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად;
** მასზე გადანაწილებული ფილიალებში, მენეჯერის შეცვლის შემთხვევაში ძირითადი საშუალებების გადაბარება/აღწერა;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების მითითების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ გუნდს
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
|
|
|
|