Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679993&print=yes&view=jobs
 
სარეკლამო მასალების შეკვეთების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეკლამო მასალების შეკვეთების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო მასალების შეკვეთების მენეჯერის (PR დეპარტამენტში) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სარეკლამო და პრომო მასალების (ფლაიერები, ბუკლეტები, კატალოგები, ვობლერები, ფასმაჩვენებლები და სხვ.) შეკვეთა და წარმოების ორგანიზების უზრუნველყოფა;
** სააფთიაქო ქსელისთვის სხვადასხვა ტიპის ჩანთების, პარკების, სტიკერებისა და ანოტაციების შეკვეთა;
** ღონისძიებებისთვის საჭირო სარეკლამო ინვენტარისა და დეკორის შერჩევა და შეკვეთა (დროშები, ბუშტები, დეკორაციები და სხვა);
** სამედიცინო მარკეტინგისთვის პრომო აქსესუარების შეკვეთა (კალამი, ჭიქა, მეხსიერების ბარათი, საათი და ა.შ.);
** საახალწლო და სააღდგომო პერიოდში სასაჩუქრე ნაკრებების შერჩევა და შეკვეთა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთების დოკუმენტაციის მომზადება, გადარიცხვებისა და ხარჯების აღრიცხვა და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების ან ბიზნესის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება სარეკლამო ან პრომო პროდუქციის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე (B2+/C1);
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.11.2025 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/z8kUpWb9J0
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია