Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679973&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"ბიოგრაფი ლივინგი" ეძებს შრომის უსაფრთხოების დამწყებ სპეციალისტებს. შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ისწავლონ და პროფესიულად განვითარდნენ.

სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია და გათვალისწინებულია განვითარებასთან ერთად ანაზღაურების ეტაპობრივად ზრდა.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ საკითხებში ჩართულობას და განვითარებას:

** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** ობიექტების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება;
** საფრთხეების იდენტიფიცირებაში, რისკების შეფასებაში და საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტებზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოების პროცესში მონაწილეობა;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ფლობდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hO9r6Nqc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია